Wednesday, April 27, 2016

21 საუკუნის უნარ-ჩვევების მისაღწევად ვგეგმავ ისეთ აქტივობებს რომელიც ხელს შეუწყობს როგორც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ასევე საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებთან  დაკავშირებით მივიღე საჭირო ინფორმაციები რომელსაც სისტემატიურად გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან.ასევე გავეცანი ონლაინ კოლაბორაციის საშუალებებს:1 ელ.ფოსტა,2.სწრაფი შეტყობინება,3.გამოკითხვა,4.ინტერნეტგაზეთი.ვფიქრობ ეს ნამდვილად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესების გაუმჯობესებას.

Sunday, April 24, 2016

 დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი ,შევისწავლე  სასწავლო პროექტის დაგეგმვა რაც ძალიან გამომადგება სკოლაში მოსწავლეებისათვის.
უკეთ გავარკვიე რატომ მჭირდება სტანდარტების გათვალისწინება,ჩამოვაყალიბე და დავინახე 
 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირების აუცილებლობა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, აქტივობას.განვიხილე და გავეცანი 
 შეფასების სხვადასხვა მეთოდებს რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან სამუშაოდ ,სხვადასხვა შეფასებებით უკეთ განვსაზვღვრავ და დავადგენ მოსწავლეთა საჭიროებებს
 p.s-მაგარი დღე იყო!

Saturday, April 23, 2016

დღევანდელი კურსის მიზანი იყო  მომეფიქრებინა პროექტი, მისი განსახორციელების გზები  მისი მიზნობრივობა, კავშირი დღევანდელობასთან , განვსაზღვრე ვისთვის იქნებოდა სასარგებლო,შევავსე პროექტის გეგმის შაბლონის 

Sunday, April 17, 2016

დღე 1

მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული მქონდა სად მოვდიოდი მოლოდინს გადააჭარბა მიღებულმა ცოდნამ,21-საუკუნის უნარ ჩვევები ,აი რა არის საჭირო იმისთვის რომ ვიყო კიდევ უფრო წარმატებული პედაგოგი,ისე გაილია 4 - საათი, რომ  ვერც კი გავიგე ინტერესიდან გამომდინარე დრომ როგორ ჩაიარა, კარგია ტექნოლოგიებთან მუშაობა და მით უკეთესი თუ სიახლეებს ეცნობი და მერე შეგრძნება გაქვს როდის და რანაირად გამოვიყენებ პრაქტიკაში, როგორ დავაინტერესებ მოსწავლეებს ,ვასწავლი სწავლას კეთებით, ხალისით,ინტერესით,  საინტერესო ვიდეო რგოლის ჩვენებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა,(მომინდა ისეთივე ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტი) გავიკვლიე გზა პროექტებისაკენ,მომაწოდეს საინტერესო ელექტრონული სახელმძღვანელო რომელსაც გულდასმით გადავიკიხავ.