Sunday, May 15, 2016

დღევანდელი დღე იყო დასკვნითი შემაჯამებელი,წარმოვადგინე მომზადებული სასწავლო პროექტის პორტფოლიო,კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ,
 გავარკვიე ის სტრატეგიები რომლითაც უკეთ წარმოვადგენ ჩემი ნაუშევრის ეფექტურობას.შევაფასეთ ინტელის სასწავლო კურსი,საინტერესო და ამავდროულად საჭიროა ამ კურსის გათვალისწინება მოწავლეებთან,ვარ  კმაყოფილი,მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ საკლასო გარემოში,გავუზიარებ მოსწავლეებს ცოდნას,ვასწავლი და მათან ერთად ხალისით დავგეგმავ პროექტებს და სხვადასხვა  შეფასების ფორმებით მოვახდენ მათი ნაშრომების შეფასებას ,მოკრძალებულ მადლობას გადავუხდი ჩვენს ტრენერს რათა არ დაიშურა გულისხმიერება რომ მიზნისთვის მიგვეღწია.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგანაც დღეს მომეცა საშუალება მომერგო მოსწავლის როლი.                                                                                                           გავითავისე რა მოსწავლის როლი ,ნათლად დავინახე ის საჭიროებები და მოთხოვნილებები რაც მოსწავლეს სჭირდება პროექტზე მუშაობისას, ვფიქრობ, რომ დღეს მიღებული გამოცდილება დამეხმარება პროექტის განსახორციელებლად  აუცილებელი აქტივობების დაგეგმვის დროს, უკეთ გავიაზრებ მოსწავლეთა შესაძლებლობებს  და საჭიროებებს. აქტივობებს და დავალებებს შესაბამისად დავგეგმავ.

Thursday, May 12, 2016

ფრალსილიტაცია ტექნოლოგიებით-გავარკვიე თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის სწორი მიმართულების მისაცემად და შესანარჩუნებლად:მოდულის მიმდინარეობისას მოსწავლეები განიხილავენ როგორ გამოიყენონ კითხვის დასმის ტექნიკა, შექმნან მასალები, გააკეთონ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე, შეაფასებენ სასწავლო პროექტის პორტფოლიოებს,მოდიფიცირებას გაუკეთებენ სასწავლო პროექტის გეგმას,  ვისწავლე ბლოგზე მუშაობა,როგორ შევცვალო ფონი ,ავტვირთო მასალები,ლინკები,როგორ შევავსო ინფორმაციებით ჩემი პორტფოლიო
დღეს განვიხილეთ თუ რა მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა სასწავლო პროცესში,
მოსწავლეზე ორიენტირებულსასწავლო პროცესში  მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. 
მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასების სისტემაში მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან შეფასების პროცესში.  მოსწავლეებს სჭირდებათ სწავლისა და ბევრი ახალი უნარ-ჩვევის გამოყენების შესაძლებლობები. უნარ-ჩვევებს შორის გამოვარჩევდით შემდეგს:
  • პროექტის გეგმის,  რუბრიკების შექმნა და გამოყენება
  • ნასწავლის თვითშეფასება, რეფლექსიის კითხვების გამოყენებით
  • მიზნების დასახვა, დავალებებისა და მისაღები ცოდნის განსაზღვრა
  • სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენა და მათი დაძლევის სტრატეგიების შერჩევა
  • თანატოლებისთვის უკუკავშირის გაზიარება და მათგან მიღება